მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა?

ავტოსადგური

„ფასების გაძვირება არის მგზავრთა გადამყვანების პრეროგატივა, ჯერჯერობით დიდუბის ავტოსადგურში ფასის მომატებაზე განცხადებები არ შემოსულა.“ - ამის შესახებ bmg-თან განცხადება დიდუბის ავტოსადგურის დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ გააკეთა.

საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ფასების მატების მოთხოვნაზე განაცხადები არ შესულა არც ავტოსადგურ „ოკრიბაში.“ როგორც ავტოსადგურის იურისტი პაატა ყვავაძე ამბობს, ბოლოს მგზავრობის ტარიფები მიმდინარე წლის მაისში გაძვირდა.

ინფორმაციისთვის, ბოლო ერთ წელში ბენზინის 30%-ით, ხოლო დიზელი 54%-ით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები