მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავმა გაიაფება დაიწყო - დიზელსა და ბენზინზე ფასი 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა

საწვავი ბენზინი

ივლისის შემდეგ, პირველად საქართველოში საწვავის ქსელების ნაწილში დიზელსა და ბენზინზე ფასების შემცირება დაიწყო. 12 ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა გასამართ სადგურზე სუპერის მარკის ბენზინზე კლება 5 თეთრის შუალედშია, რის შედეგადაც ფასები 4.30-4.65 ლარის ფარგლებში მერყეობს, ნაცვლად 4.35-4.68 ლარისა.

ასევე, ცალკეულმა ქსელებმა პრემიუმის მარკის საწვავზე ფასები 5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს, რის შედეგადაც ფასები 4.10-4.39 ლარის ფარგლებში მერყეობს; რეგულარის მარკის საწვავზე ფასები ასევე 5 თეთრით შემცირდა და ფასები ახლა 3.90-4.08 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება დიზელსა და ევრო დიზელს, აქ ფასები ასევე 5 თეთრის შუალედში შემცირდა და ამჟამად, ერთი ლიტრის ღირებულება 4.60-4.85 ლარის ფარგლებშია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირების ტენდენციას აჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები