უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა. გარდა ამისა მნიშვნელოვანი და მიმდინარე თემაა ტრანსპორტში ინტეგრირებული საბარათე სისტემის შემოღება და ფასი.
სტუმარი: მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე


































