მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო: ჩრდილოეთ სირია 176,000-მა ქურთმა დატოვა

5db032fea279b
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 23:10
1588

თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიაში საკუთარი სახლები 176,000-მა ქურთმა დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია გაერო-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, დევნილთა შორის 80 ათასი ბავშვია.


ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, შვიდი ათასი ადამიანი სირიის ჩრდილო – აღმოსავლეთიდან ერაყში გაიქცა. მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან; ისინი თურქეთის სამხედრო შეტევებს გაექცნენ. ერაყის ლტოლვილთა ბანაკში ჩასულებს დახმარებას გაერო-ს თანამშრომლები უწევენ. მათი თქმით, ლტოლვილებს არა მხოლოდ თავშესაფარი და საკვები, არამედ ფსიქოლოგის დახმარებაც ესაჭიროებათ.


შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იქ სადაც ქურთი მოსახლეობაა, ერდოღანის ბრძანებით, თურქეთის ჯარებმა საჰაერო და სახმელეთო იერიშები 9 ოქტომბერს დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები