მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს და შვედეთის მხარდაჭერით GCCA-მ ელექტრონული კომერციის ახალი პროექტი დაიწყო

კონკურენციის სააგენტო

ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭრით ხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია დაინტერესებული მხარეთათვის ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება და სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით (SDG) გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მიზნით, მხარეები ერთობლივ ფორმატში იმსჯელებენ: ელექტრონული ვაჭრობის სექტორში მომხმარებელის უფლებების დაცვის პოლიტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი აღსრულების მექანიზმების დახვეწასა და ციფრული ვაჭრობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2022 წლიდან მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს, ხოლო 2024 წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს აღასრულებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები