მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორობის ფორუმი გაიმართება

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორობის ფორუმი გაიმართება
22.11.24 18:32
764

20 ნოემბერს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, რიგით მესამე პარტნიორობის ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, ორგანიზაციებმა საკუთარი იდეები წარადგინეს და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში, საკუთარი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო საზოგადოების ხუთმა ორგანიზაციამ წარადგინა:

ორბელიანის ფონდი

ჩართე

ჰელფინგ ჰენდ

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

სუპერგმირი

„პარტნიორობის ფორუმის“ მთავარმა პარტნიორმა კომპანიებმა: „საქართველოს ბანკმა“, „სოკარმა“, „ეფეს საქართველომ“, „Swiss Capital“-მა და Combined Ratio Solutions, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციებს ინდივიდუალურად მოუსმინეს და გამარჯვებულები ადგილზე შეარჩიეს.

„საქართველოს ბანკმა“ შეარჩია „მთიელი წიგნები“, „სოკარმა“ - ახალგაზრდული მოძრაობა „პოზიტიური ვირუსი“ და „ჰელფინგ ჰენდ“, „ეფეს საქართველომ“ - საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი, Swiss Capital-მა აირჩია „ჩართე“, ხოლო Combined Ratio Solutions-ის რჩეულები „ცოდნის ოდა“ და „ტექგოგო“ გახდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ხელი შეუწყო 90-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის დაკავშირებას 40 კომპანიასთან. განხორციელდა 270 ათას ლარზე მეტი ღირებულების 34 პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები