მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს კლიმატის რეკომენდაციებს TOP კომპანიების მხოლოდ 4% აკმაყოფილებს

ნულოვანი ემისია

მსოფლიოს 2000 უმსხვილესი კომპანიიდან ნახევარმა, 2050 წლამდე, ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე მისაღწევად სხვადასხვა მიზანი დაისახეს, თუმცა მათი მხოლოდ მცირე ნაწილია გაეროს რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

საუბარია Forbes Global 2000-ში შესულ კომპანიებზე, რომლებიც, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ძვირად არიან შეფასებული.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ივნისიდან დღემდე, იმ კომპანიათა რიცხვი, რომლებიც ნულოვანი ემისიების მიზნებს აყალიბებენ, 40%-ით - 702-დან 1003-მდე - გაიზარდა.

მიუხედავად მსგავსი ზრდისა, ამავე ანგარიშის თანახმად, ამ კომპანიათა მხოლოდ 4%-ის მიზნები აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გაეროს “Race to Zero” კამპანიის ფარგლებში გაიწერა იმაში დასარწმუნებლად, რომ სათბურის აირების ემისიები ნამდვილად შემცირდებოდა ყოველწლიურად.

აღნიშნული 1003 კომპანიიდან მხოლოდ 37% გეგმავს იმ ემისიების შემცირებას, რომელსაც არა უშუალოდ კომპანია, არამედ მათ ღირებულებით ჯაჭვში ჩაბმული კომპანიები გამოიმუშავებენ.

მთავრობებისა და კომპანიების ტემპი, რომლითაც ისინი გარემოზე ზემოქმედებას ამცირებენ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება გაეროს კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები