გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა
BM.GE
05.04.22 14:56
• 471
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. სტრატეგიული პარტნიორობა გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრაციას, როგორც თიბისის შიგნით ასევე ორგანიზაციის გარეთ, კიდევ უფრო გააძლიერებს. უფრო ზუსტად, გაფორმებული მემორანდუმი ქალთა პროფესიულ განვითარებას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში ქალების დასაქმების წახალისებას, თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებას და გენდერულ თანასწორობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, თიბისი პირველი ქართული კომპანიაა, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.