დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ანას ხატაბს სანქციები მოუხსნა. ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება გაეროს უსაფრთხოების საბჭომაც მიიღო, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისკენ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა.
ოფიციალური ლონდონის განმარტებით, აღნიშნული ორი პირისთვის სანქციების მოხსნა არსებული გაყინული აქტივების დაბრუნებას და ფინანსური არხების აღდგენას მოიცავს. ამის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო თავს იკავებს სირიისთვის დაწესებული საექსპორტო და იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისაგან.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა აჰმედ ალ-შარაას და ალ-ქაიდას სირიული ფრონტის წევრებს სანქციები ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს დაუწესა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფებად გამოაცხადა და მას სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი სირიის მიმართ ამერიკის პოლიტიკის გაზიარება და ახალ ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაა. კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც გაერთიანებულ სამეფოში საუბრობენ, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესაძლებლობაა.




























