მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანების შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში $10 მლრდ-ის ინვესტირება შეგვიძლია - პრემიერი

63aaf919b3180
თამთა ჯიჯავაძე
27.12.22 17:43
822
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი კი მეორე მონტე-კარლო. ამის შესახებ ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება", - განაცხადა მან.

"მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა შემდეგი: ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე-კარლო, შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკას, პრემიერის თქმით, მთავარი პრიორიტეტი მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელებაა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.

"ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრს აკეთებს ქალბატონ თეა ახვლედიანის უწყება პარლამენტთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა იმიტომ რომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით, მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც.

საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს, არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები