მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ქვეყნის განვითარებისთვის ორი კომიტეტი შექმნეს

6037677e48fdc
თათია კაკიაშვილი
25.02.21 22:30
671

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა შემდეგი 50 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების ხედვის სტრატეგიული ჩარჩოს შესადგენად ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. Khaleejtimes-ის ინფორმაციით, ეს იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყნის განვითარების პროცესი დაჩქარდეს და მასთან ერთად გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა, „ახალი კონკურენტული ნახტომის მისაღწევად".

„დასახული გვაქვს მთელი რიგი გეგმების და ინიციატივების შემუშავება, რაც მიმართული იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების მომდევნო 50 წლის განმავლობაში განვითარებისთვის. საჭიროა პროაქტიული გეგმები, ინოვაციური ინიციატივები და ახალი უნარები იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ლიდერობა და წარმატება და უზრუნველვყოთ უკეთესი გარემო ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა შეიხ მუჰამედდმა.

ამასთან, გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა შექმნეს ორი კომიტეტი, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტს. პირველი კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება ეროვნული ყოვლისმომცველი ხედვის შემუშავებაზე, მთავრობის მუშაობის მოდერნიზაციის დაგეგმვასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის სამომავლო განვითარებაზე; ხოლო მეორე კომიტეტი გააკონტროლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ოქროს საიუბილეო დღესასწაულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები