მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი “ფინფლუენსერებს” აფრთხილებს

ფინფლუენსერი

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის ორგანო (FCA) ფინანსურ ინფლუენსერებს, ე.წ. “ფინფლუენსერებს” აფრთხილებს, რომ კონტენტი, რომელთაც ისინი სოციალურ მედიაში ათავსებენ მიუკერძოებელი და მარტივად გასაგები უნდა იყოს.

ანუ ეს ადამიანები ვალდებულები არიან, საკუთარი გამომწერები პოტენციური რისკების შესახებ სრულად გააფრთხილონ. იმ შემთხვევაში კი, თუ კონტენტ კრეატორები ფინანსური პროდუქტების რეკლამირებას FCA-ისგან მიღებული შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყებენ, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე გამოძიება დაიწყოს.

არავინ დავობს, რომ სოციალურ მედიაში ბევრი ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ თაღლითური ინფორმაციის გავრცელების მაჩვენებლით, სწორედ "ფინფლუენსერები" ლიდერობენ, ანუ ინფლუენსერები, რომლებიც მათ გამომწერებს ფინანსურ რჩევებს სთავაზობენ, რომლებიც, ხშირად, ეფუძნება არა ფუნდამენტურ ანალიზსა და კვლევას, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიები ინფლუენსერებს რეკლამირების საფასურს უხდიან. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია კრიპტოინდუსტრიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები