„მინდა ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს ამ ქვეყნისათვის განსაკუთრებულ დღეს, რაც არის დამოუკიდებლობის დღე“ - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის განცხადებაში, რომელსაც თბილისში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„მოუთმენლად ველოდები ორ ქვეყანას შორის თბილი მეგობრობისა და ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - წერს მეფე ჩარლზ III.