მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფიცვამდე ჰოლივუდის სტუდიებმა მსახიობებს 1-მილიარდიანი კომპენსაცია შესთავაზეს

64b7b1b8030ee
ირაკლი მოდებაძე
19.07.23 23:30
601
ჰოლივუდის კინოსა და ტელევიზიის სტუდიებმა მსახიობებს გაფიცვამდე $1-მილიარდიანი კომპენსაცია და დამატებითი შეღავათები შესთავაზეს. ჰოლივუდის ყველაზე დიდი პროფკავშირი, SAG-AFTRA, ამერიკის მწერალთა გილდიის (WGA) გაფიცვას გასულ კვირას შეუერთდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. მსახიობების წლევანდელი გაფიცვა სტრიმინგ-სერვისის აღორძინებას უკავშირდება, რომელიც, თავისი არსით, ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელმაც ვიდეოკონტენტის მაყურებელთა რიცხვი მილიონებში, ზოგჯერ კი მილიარდებშიც გადაიყვანა. ამასთან, მსახიოებები ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიები მსახიობების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტს არ გამოიყენებენ.

ჰოლივუდის მთავარ სტუდიებთან და სტრიმინგპლატფორმებთან, მათ შორის Netflix-თან, Walt Disney-სთან, Warner Bros Discovery–სთან და სხვებთან, მოლაპარაკებებს ამერიკის „კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსი“ (AMPTP) აწარმოებს. პროფკავშირის მომლაპარაკებლების განცხადებით, სტუდიებთან ახალ სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც შეღავათების გაზრდასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებდა, შეთანხმება ვერ შედგა.

AMPTP-ის ინფორმაციით, SAG-AFTRA-ის მიერ 12 ივლისს უარყოფილი გარიგება მსახიობებისთვის შემდგომ შეთავაზებებს მოიცავდა: ხელფასების ზრდისთვის $1 მილიარდზე მეტის გამოყოფას, პენსიებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, დამატებითი ანაზღაურების მატებასა და სამი წლის განმავლობაში, AI-ის გავლენისგან მათი საქმიანობის დაცვას. AMPTP-მა განცხადებას, რომ ალიანსი პროფკავშირის წევრების საჭიროებებს არ პასუხობდა, ცილისწამება უწოდა.

ჰოლივუდის ყველაზე დიდმა პროფკავშირმა SAG-AFTRA-მ, რომელიც კინოსა და სტუდიის 16,000-ზე მეტ მსახიობს აერთიანებს, ორშაბათს მოთხოვნებისა და სტუდიის პასუხების დეტალური სია გამოაქვეყნა, სათაურით: „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი პროფესიის გადარჩენისთვის“. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში, ამერიკის მწერალთა გილდია (WGA) უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში პირველად გაიფიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები