მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიყიდა თუ არა მდინარე რიონის კალაპოტები? - შეკითხვა თურნავას და მინისტრის პასუხი

6047700a239a0
BM.GE
09.03.21 21:00
2471
პარლამენტში “ნამახვანჰესის" პროექტის განხილვა გაიმართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად, ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ Enka Renewables-ისთვის საკუთრებაში გადაცემული მიწები საკითხი ხელახლა არის გადასახედი. ჩხობაძის თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას საკუთრებაში მდინარე რიონის კალაპოტებიც გადაეცა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

“ძალიან ბევრ შეცდომას, გადაცდომას ვხედავთ დოკუმენტაციაში, რომელიც თქვენთან სამინისტროში იყო წარმოდგენილი. მიწის კანონმდებლობის საკითხი უმნიშვნელოვანესია. გადასახედია ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიას გადაეცა. შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში საჯარო რეესტრში ეწეროს, რომ მდინარე რიონი კომპანიას საკუთრებაში გადაეცა და არა აღნაგობაში? შემდეგ გაირკვა, რომ აღნაგობაზეა საუბარი.

გვჭირდება წყლის კანონი, რომელიც წყლის რესურსების თანამედროვე განმარტებას აკეთებს. არავინ, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ყიდის მდინარეთა კალაპოტებს,”- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ამ კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უპასუხა. მინისტრის თქმით, მდინარის კალაპოტის კერძო საკუთრებაში გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად Enka Renewables-ს კალაპოტი მხოლოდ სარგებლობაში გადაეცა.

“კალაპოტის გადაცემის საკითხი ითქვა. მოგეხსენებათ მდინარის კალაპოტის საკუთრებაში გადაცემა კანონმდებლობით არ შეიძლება. ის გადაიცემა მხოლოდ სარგებლობაში. მე ვიცი თქვენ რა ჩანაწერზე მიუთითებთ, იქ არის უბრალოდ მისამართად და ადგილმდებარეობად მითითებული კალაპოტი და არა კომპანიის კერძო საკუთრებად,”- აცხადებს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანია Enka Renewables-ი ქონების გადასახადისგან არის გათავისუფლებული. მისი თქმით, ინვესტორი კომპანია პროექტის მშენებლობის და მისი ექსპლოატაციის პერიოდში ჯამში 120 მილიონი დოლარის მოცულობის ქონების გადასახადს გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები