მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომის ანაზღაურება - პრემიერი

60d5c2bb6f577
ინგა მურუსიძე
25.06.21 23:40
452
"გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომის ანაზღაურება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლა არის ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მიმდინარეობს რეფორმები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კრიმინალური, სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის გასაძლიერებლად, პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

„შრომის კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია, თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფა, მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცება. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები