მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზრდება თუ არა დევნილების 45-ლარიანი დახმარება? - სამინისტროს პასუხი

ლარი დოლარი

"45-ლარიანი შემწეობა სტატუსთან მიბმული სიმბოლური დახმარებაა", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

BMG-ის კითხვაზე: გაიზრდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შემწეობა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

"დევნილი მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, დღესაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სოციალური გასაცემი. მიიღონ იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც სხვა სოციალურად გაჭირვებული ოჯახები იღებენ. 45 ლარი არის სტატუსთან მიბმული, სიმბოლური, მნიშვნელოვანი ფორმა დახმარებისა, რომ ვაღიაროთ ის განსხვავებები, რომლებიც ამ ჯგუფს აქვს. ამ ეტაპისთვის განხილვა მიმდინარეობს [45-ლარიანი შემწეობის გაზრდაზე], თუმცა გადაწყვეტილი ნამდვილად არ არის. თუმცა არცერთი დევნილი, ვისაც საჭიროება აქვს, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩება", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, დევნილების ნაწილი დახმარების ზრდას ითხოვს. სოციალურ ქსელში შესაბამისი პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან 10 000 - მდე იძულებით გადაადგილებული პირი აწერს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები