მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაიზრდება თუ არა თურქეთიდან ინვესტიციები და ექსპორტი ევროკავშირში? - გიორგი გუდაბანძე საქმიან დილაში

BM.GE
15.02.21 12:12
292
10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა, რომელიც, იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც საქართველოდან ევროკავშირში იქნება შესაძლებელი გაზრდოს. მეზობელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის განცხადებით წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებს.

სტუმარი: გიორგი გუდაბანძე - ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ექსპორტის უფროსი მრჩეველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები