მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ ადგილობრივი არჩევნებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

კუპრაძე

პარტიები „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, შეთანხმება ეხება ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთო გეგმებსა და პრინციპებზე ერთობლივ თანხმობას.

„ჩვენ ვთანხმდებით საერთო ბრძოლაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც თვითმმართველობის განვითარების საფუძველია,“ — განაცხადა სიჭინავამ ხელმოწერის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები