მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ავსტრალიურმა Opthea-მ თანამშრომლების 80% დაითხოვა

ავსტრალია
BM. GE
19.08.25 23:11
301

ავსტრალიურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია Opthea-მ გაკოტრების საფრთხის თავიდან ასარიდებლად თანამშრომლების 80% სამსახურიდან დაითხოვა. თანამდებობას Opthea-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრედ გერარდი და ფინანსური დირექტორი, ტომ რაილიც დაემშვიდობებიან. ამის შესახებ კომპანიამ გადაწყვეტილება ორ მთავარ ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

Opthea გაბანკროტების საფრთხის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კომპანიის მიერ შექმნილმა პრეპარატებმა სამედიცინო გამოცდის პერიოდი წარუმატებლად გაიარეს. საქმე ის არის, რომ ამ წამლების შესაქმნელად Opthea-მ ინვესტორებისგან $680 მილიონი მიიღო და დადო პირობა, რომ თუ კლინიკური ცდები ჩავარდებოდა, თანხას დააბრუნებდა. რესტრუქტურიზაციის მიზეზი ახლა სწორედ ესაა. კომპანიამ ისე უნდა გადაუხადოს თანხა ინვესტორებს რომ თავად ბანკროტად არ გამოცხადდეს.

დასაწყისისთვის, მთავარი ინვესტორები ერთჯერადად $20 მილიონს მიიღებენ. დროებით დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი, ჯერემი ლევინი კი სექტემბრის თვეში ინვესტორებთან ერთად განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს, რომ კომპანია სრულად არ დაიხუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები