მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალერია თბილისს“ მომხმარებელი სავაჭრო ცენტრის გამოყენების ახალ ეტაპზე გადაჰყავს ®

6172a5812e668
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 15:52
5219
„გალერია თბილისი“ სავაჭრო ცენტრის ლოიალობის სისტემას ნერგავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტი კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და ინოვაციური სერვისების დანერგვას გულისხმობს.

„შევიმუშავეთ ახალი სტრატეგია, რომელიც რითეილ სექტორში ერთგვარ ტრანსფორმაციას გულისხმობს. მომხმარებელი გადაგვყავს სავაჭრო ცენტრის გამოყენების ახალ ეტაპზე, სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. მალე გაეშვება ლოიალობის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ჩვენთან განთავსებული ობიექტების დიდ ნაწილში მაღალი პროცენტის ქეშბექის დაგროვების საშუალებას მისცემს. ამას გარდა, ისინი ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებებით. პროექტის მიზნობრივი აუდიტორია სავაჭრო ცენტრის ერთგული მომხმარებლები არიან, ისინი, ვინც უკვე 4 წელია ქმნიან გალერია თბილისს - მოდიან საშოპინგოდ, სახლის საყიდლებზე, გასართობად, წასახემსებლად თუ სხვადასხვა სერვისის მისაღებად. ეს იქნება ერთგვარი პერსონალური მომსახურება მათთვის. მომხმარებლები დანახარჯის მიხედვით მიაღწევენ შესაბამის დონეებს, რომლის მიხედვითაც გაიზრდება, როგორც ქეშბექის %, ისე შეთავაზებების რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აპლიკაციის არის პარკინგის სერვისები. ჩვენს სტუმრებს აღარ მოუწევთ დერეფანში, აპარატთან რიგში დგომა, არამედ აპლიკაციაში ბარათის დასკანერებით შეეძლებათ მარტივად გადახდა. ასევე, აპლიკაციას ექნება პარკინგის სართულისა და ადგილის მონიშვნის ფუნქცია, ავტომობილის მარტივად მისაგნებად. ცენტრში მოსვლამდე შესაძლებელი იქნება პარკინგზე თავისუფალი ადგილების შემოწმება.

სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში, სადაც ბევრი სხვადასხვა ობიექტია, ლოიალობის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა, საკმაოდ რთული გამოწვევა იყო. მაღაზიებისა და ქსელების შემთხვევაში, სადაც ერთიანი საგადახდო სისტემაა, ეს გაცილებით მარტივია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი პოდუქტი შეგვექმნა, შევისწავლეთ საუკეთესო პრაქტიკები საერთაშორისო ბაზარზე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებთან. საბოლოოდ, დაახლოებით 2 წლის მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, მომხმარებლების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული მოდელი შევიმუშავეთ.

პროექტის დაწყებას ბუნებრივია წინ უძღოდა ბაზრის კვლევა, ვაკვირდებოდით მომხმარებლის ქცევას, სხვადასხვა აქტივობაში მათ ჩართულობას. მივხვდით, რომ ის, რასაც აქამდე მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრები ვთავაზობდით, არ იყო საკმარისი. მომხმარებელი გახდა უფრო მომთხოვნი, ითხოვს მეტ კომფორტს. თუ რამდენიმე წლის წინ სიახლე იყო ერთ სივრცეში ბევრი სხვადასხვა ტიპის ობიექტის არსებობა, ახლა ეს უკვე საკმარისი აღარაა, მხოლოდ ეს მათ აღარ აკმაყოფილებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევთავაზოთ ინოვაციური პროდუქტები, რომლითაც მადლობას გადავუხდით ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისთვის, ვაგრძნობინებთ განსაკუთრებულობას და ხელშესახებ სარგებელს მივცემთ. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია არ არის ჩვენი სტრატეგიის ერთადერთი პროექტი. სულ მალე გავუშვებთ ასევე სასაჩუქრე ბარათის ონლაინ გაყიდვის მომსახურებას, რაც ძალიან მოთხოვნადი სერვისია და ასევე ტექნიკური სირთულის გამო დღეს ბაზარზე არც ერთ სავაჭრო ცენტრს არ აქვს დანერგილი მსგავსი სისტემა.

ამ ყველაფრის გათვალისიწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებლებისთვის სავაჭრო ცენტრში შოპინგი, გართობა და სხვადასხვა სერვისის მიღება იქნება გაცილებით უფრო სასიამოვნო და კომფორტული ვიდრე აქამდე იყო.“



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები