ხართ Apple-ის ტექნიკის მოყვარული? მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლეა! 25 აპრილს გაიხსნება სრულიად ახალი ფორმატის პირველი iSpace მაღაზია საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსით. ფილიალი რადიკალურად განსხვავებული იქნება მაღაზიებისგან, სადაც აქამდე ყოფილხართ. მოემზადეთ მომსახურებისა და შესაძლებლობების სრულიად ახალი გამოცდილებისთვის.
iSpace Apple Premium Partner განთავსდება პოპულარული სავაჭრო ცენტრის, Galleria Tbilisi-ის G სართულზე. ეს მხოლოდ მაღაზია არ არის — ეს არის ინოვაციური სივრცე, სადაც ყველა შეძლებს Apple-ის უნიკალურ სამყაროში ჩაძირვას.
- ყოველდღიური სასწავლო სესიები Apple-ის ექსპერტებისგან - ყველაზე საინტერესო გზა, გაიგოთ ყველაფერი iPhone, iPad და Mac-ის შესაძლებლობებზე — და იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი ერთად Apple-ის ეკოსისტემაში. მასტერკლასები უფასოა და დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
- ერთიანი სივრცე - მაღაზია და სერვისცენტრი ერთად. iSpace-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი მოწყობილობა და ამავდროულად მიიღოთ დახმარება ძველთან დაკავშირებით. გარანტია, გასუფთავება, შეკეთება, პროგრამული ხარვეზების გამოსწორება — ყველაფერი ერთ სივრცეში.
- სპეციალური ზონა ბიზნეს მომხმარებლებისთვის - ჩვენ გთავაზობთ პერსონალურ გადაწყვეტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მოგაწვდით საუკეთესო შეთავაზებებს ტექნიკის შესაძენად და გაგაცნობთ Apple-ის შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
- გატესტეთ მოწყობილობები რეალურ დროში - Apple-ის ტექნიკის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ნახვა, არამედ შეგრძნება. iSpace გთავაზობთ ყველაზე ფართო ასორტიმენტს. შეადარეთ iPhone 16 და iPhone 16 Pro Max კამერები და ზომები. გაეცანით macOS-ს. შექმენით ესკიზი iPad-ზე Apple Pencil-ით. ან შეადარეთ თქვენი საყვარელი სიმღერის ჟღერადობა AirPods 4-სა და AirPods Max-ზე. iSpace — სივრცე, სადაც გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ.
- აქსესუარები - Apple Watch-ის სამაჯურების, დამტენების, ქეისების და სხვა აქსესუარების ფართო არჩევანი. ყველაფერი — სანდო მწარმოებლებისგან.
- პროფესიონალური კონსულტაციები - iSpace-ში მუშაობენ მხოლოდ Apple ექსპერტები, რომლებიც რეგულარულად გადიან სპეციალურ ტრენინგებს - ბრენდის ნამდვილი ფანები, რომლებმაც ყველაფერი იციან Apple-ის შესახებ.
Apple-ის გლობალური სტანდარტის შემოსვლით საქართველოში ინოვაციები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. iSpace გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, პრემიუმ მომსახურებას და ყოვლისმომცველ გადაწყვეტას. მოდით გახსნაზე და თავად დარწმუნდით!
როდის: 25 აპრილი - 14:00 საათი
სად: სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi, G სართული
Apple-ის ეკოსისტემა ის მთავარი ბენეფიტია, რასაც მისი მომხმარებლები იღებენ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი გამოცდილება სწორედ iSpace-მა შესთავაზა ქართულ ბაზარს. 25 აპრილიდან Apple Premium Partner-ის მაღაზია გაიხსნება, რაც სწორედ Apple-თან ურთიერთობის ყველაზე მაღალი საფეხურია და ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს. - განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა