პროექტ „გალფი ბავშვებისთვის“ ფარგლებში ჯამში 644.820.72 ლარი შეგროვდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1200-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახზე გადანაწილდება.
2024 წლის საქველმოქმედო პროექტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „გალფის“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
წელს პროექტი 18 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა გალფის ქსელში, სადაც ჩვენი ერთგული მომხმარებლების მიერ "გალფ კლუბის" ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე გროვდებოდა
„აი, ასეთი საშობაო ამბით ვბრუნდებით - რაც უკვე ტრადიციად იქცა და შეიძლება აღარც გვიკვირს, მაგრამ ჩვენ ყველა ჯერზე უფრო და უფრო გვიხარია. „გალფმა“ საახალწლო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაჭირვებაში მყოფი ოჯახებისთვის 644 820 ლარი შეაგროვა. თანხა პროპორციულად 1200-ზე მეტ ოჯახზე გადანაწილდება.
ოჯახებში თანხები 10-12 იანვარს ჩაირიცხება“, - წერს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ნინჩო ჯიბლაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, კომპანია „გალფ ჯორჯია“ რამდენიმე წელია საახალწლოდ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს და შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. საქველმოქმედო კამპანიაში ისინი ერთვებიან, ვინც Gulf Club-ის ბარათით საწვავს შეიძენენ, საიდანაც თითოეული ლიტრიდან 5 თეთრი კამპანიის ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მოხმარდება. პროექტის სლოგანია - "ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ!"
კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.csr.gulf.ge სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით იღებს შეტყობინებას თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.