მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გალფი” საახალწლოდ 1000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარება

BM.GE
20.12.22 10:37
644
კომპანია "გალფი" საახალწლოდ 1000-ზე მეტ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დაეხმარება. "გალფის" ქსელში ბავშვებისთვის - ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება. 

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა csr.gulf.ge - სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული. თანხა რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება 19 იანვრისთვის უკლებლივ ყველა ოჯახზე გადანაწილდება. 

სტუმარი: ნინჩო ჯიბლაძე - "გალფ საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები