მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალის ახალგაზრდების უმრავლესობა რუსეთში განათლების მიღებას საქართველოში ამჯობინებს" - რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება გალში წარმომადგენლობას ხსნის

გალი

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება გალში წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს ხსნის. ინფორმაციას Sputnik-ი ოკუპირებული გალის ე.წ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ისინი გაკვირვებულები არიან ფაქტით, რომ გალის რაიონის ახალგაზრდების დიდი ნაწილი განათლების მიღებას რუსეთში არ ამჯობინებს და საქართველოში მიდის. ეს პრობლემა არის, რომელსაც მრავალი წელია ვხვდებით", - განუცხადეს პროპაგანდისტულ გამოცემას გალის ე.წ. ადმინისტრაციაში.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბის შექმნამ ახალგაზრდებს რუსეთში განათლების მიღების შესაძლებლობაზე საუბარი უნდა გაააქტიუროს.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობას და ახალგაზრდულ კლუბს გალის ადმინისტრაციის ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი ბაჩუკი ეხვაია უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები