მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის 44 მლნ რუბლის დავალიანება აქვს - "ჩერნომორენერგო"

64b6512fa69bf
გიგა ბენია
18.07.23 20:35
975
2023 წლის 6 თვეში, გალის რაიონის მოსახლეობამ 48 მილიონ 192 ათასი კვტ/სთ-ის ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 მლნ. კვტ/სთ-ით ნაკლებია.

"ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, იანვარ-ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულებამ 57 მილიონ 900 ათასი რუბლი შეადგინა, საიდანაც მოქალაქეებმა მხოლოდ 13 მილიონ 800 ათასი რუბლი, მთელი მოხმარების 23.8% გადაიხადეს.

საერთო ჯამში, გალის რაიონში ელექტროენერგიის დავალიანება 44 მილიონ 109 ათას რუბლს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი ფიზიკურ პირებს აქვთ გადასახდელი.


"ჩერნომორენერგოს" გალის ფილიალის ხელმძღვანელის, ნიაზ ჯგერენაიას ინფორმაციით, გალის რაიონში ჯამში 7718 აბონენტია რეგისტრირებული, საიდანაც 369 პრივილეგირებული ბენეფიციარია.

ცნობისთვის, 2022 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. აქედან 900 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან მიიღო, ხოლო 2,1 მლრდ კვტ/სთ ენგურჰესიდან. გალის რაიონი ელექტროენერგიას ენგურჰესიდან იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები