მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: 4 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $98.3 მლნ მიიღო

60991d0babbbb
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.21 16:00
862
საკონსულტაციო კომპანია „გალტ & თაგარტის“ შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 98.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 77.5%-ით ნაკლებია.

მიმოხილვაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაა მოყვანილი, რომლის თანახმად, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად, მნიშვნელოვნად, 140.4%-ით გაიზარდა და 82.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა. „ეს ზრდა გასული წლის დაბალი ბაზიდან ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) იხსნება“, - აღნიშნავენ „გალტ & თაგარტში“.

რაც შეეხება 2021 წლის პირველი 4 თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქვეყანაში 212.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 81.6%-ითაა შემცირებული. შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებიდან ტურისტულმა ვიზიტებმა 192.4 ათასი (-75.7% წ/წ შეადგინა, ეს მაჩვენებელი კი 75.7%-ით ნაკლებია.

„ამავე პერიოდში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 98.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-77.5% წ/წ)“, - წერია „გალტ & თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები