"გალტ ენდ თაგარტი" სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს
BM.GE
12.12.18 09:11
• 1138
„გალტ ენდ თაგარტი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს. მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში საინვესტიციო კომპანიამ სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა. „გალტ ენდ თაგარტმა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადასცა. „გალტ ენდ თაგარტის“ ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.