მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გალტ ენდ თაგარტმა“ საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

GDP

„გალტ ენდ თაგარტმა“ საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა.

საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზრდება. ამ დრომდე მოლოდინი 9.7%-ი იყო.

„ნოემბრის მოსალოდნელზე დაბალი ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან“, - აცხადებს ორგანიზაცია 2025 წლის პირველ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში რეალური მშპ-ის ზრდა 7.5%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები