მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა

Galt & Taggart
30.10.26 15:38
• 207

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, თბილისის ფინანსურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.

სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო.

გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები