მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ 60 მლნ ლარის ობლიგაციები გაყიდა

ლარი

2025 წლის 3 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 სახის სახაზინო ობლიგაციის აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ჯამში 60 მლნ ლარის (დაახლოებით 21.9 მლნ აშშ დოლარი) ობლიგაციები გაყიდა — ამის შესახებ საუბარია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

საინვესტიციო კომპანიის ინფორმაციით

  • 40 მლნ ლარის მოცულობის 2.6-წლიანი ობლიგაციებზე მოთხოვნა 1.5-ჯერ აღემატებოდა შეთავაზებას, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.993% დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა აუქციონის შედეგს 0.117 პროცენტული პუნქტით აღემატება;
  • ამავე დღეს 20 მლნ ლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციებიც გაიყიდა. ამ ინსტრუმენტზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი იყო და 3.4-ჯერ გადააჭარბა შეთავაზებას. საშუალო შეწონილი განაკვეთი 7.370%-ით განისაზღვრა, რაც წინა შედეგზე 0.033 პუნქტით დაბალია.

„ინვესტორთა მაღალი აქტივობა მიანიშნებს სანდოობაზე, რაც ქვეყნის სავალუტო ბაზრის სტაბილურობასა და ფისკალური პოლიტიკის პროგნოზირებადობას უკავშირდება“, — აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანალიტიკურ ჩანაწერში.

შემდეგი აუქციონი 2025 წლის 10 ივნისსაა დაგეგმილი. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 1-წლიანი 20 მლნ ლარის და 11.3-წლიანი 30 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციების განთავსებას.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მოკლევადიანი ინსტრუმენტების მიმართ მაღალი მოთხოვნა, მათ შორის გრძელვადიან ობლიგაციებზე ნელ-ნელა მზარდი ინტერესი, მიუთითებს ბაზრის მზაობაზე სხვადასხვა დროის ჰორიზონტზე დივერსიფიცირებული ინვესტიციების განსახორციელებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები