მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-მა 2025 წელს ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი $4.6 მლრდ-მდე გაზარდა

ტურიზმი

Galt & Taggart-მა 2025 წელს ჯამურად ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი $4.6 მლრდ-მდე გაზარდა.

საინვესტიციო ბანკის კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-3 კვარტალში. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+5.1% წ/წ) გაუტოლდა.

"2025 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.5 მლრდ აშშ დოლარიდან", - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები