მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ს ლევან შავკაციშვილი უხელმძღვანელებს

Galt&Taggart
BM. GE
01.11.23 14:48
178

საქართველოს ბაზარზე წამყვან საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტს 2023 წლის ოქტომბრიდან ლევან შავკაციშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მმართველი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 2018-2023 წლებში ლევან შავკაციშვილი "თიბისი ბანკის" კორპორატიული კლიენტების მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდა; მანამდე, ის 2017-18 წლებში ლონდონში Greensill Capital-ის დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც მისი საქმიანობა გრძელვადიან სტრუქტურირებულ დაფინანსებას და კაპიტალის ბაზრებიდან კლიენტებისთვის საკრედიტო რესურსის მოზიდვას უკავშირდებოდა.

2010-2017 წლებში ლევან შავკაციშვილი Citibank-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა, სადაც 2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა სტრუქტურირებული დაფინანსების მიმართულებით და ფარავდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს.

ლევანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2010 წელს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. ამასთან, 2023 წელს მან გაირა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Executive Program) კალიფორნიაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Galt & Taggart-ის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად ვიმუშაო და ხელი შეუწყო ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია უფრო მეტ კომპანიას დავეხმაროთ დივერსიფიცირებული დაფინანსების მოზიდვაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთშორისო ბაზრებიდან, იქნება ეს ობლიგაციები თუ სააქციო კაპიტალი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ კომპანიას მივცემთ ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობას, გავუხსნით გზას საფონდო ბირჟისკენ და ხელს შევუწყობთ საქართველოში უკეთესი, უფრო ძლიერი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები