მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული - G&T

ენგურჰესი

"ჩვენი აზრით, ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან
მოყოლებული, რამაც გამოიწვია ენგურ-ვარდნილის გენერაციის წლიურად 26.7%-იანი კლება", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს ეხება.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ეს კლება სხვა ჰიდროსადგურების ზრდამ (+36.5% წ/წ) დააკომპენსირა, რაც გამორჩეულად გაზრდილ ჰიდროლოგიას უკავშირდება.

სექტემბერში ქარისა და მზის სადგურების გამომუშავება წლიურად 51%-ით გაიზარდა და ჯამური მიწოდების 1% შეადგინა. გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო ახალი სიმძლავრეების მშენებლობით (10.75 მგვტ მზე და 18.8 მგვტ ქარი). აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს საცდელ რეჟიმში ამოქმედდა 206 მგვტ სიმძლავრის რუისის ქარის სადგური.

თბოგენერაცია წლიურად 15.4%-ით შემცირდა და ჯამური მიწოდების 22% შეადგინა. სექტემბერში ყველა თბოსადგური ოპერირებდა. თბოსადგურებს შორის ყველაზე მაღალი წილი მიწოდებაში გარდაბნის თბოსადგურ 1-ს ჰქონდა, რომლის გენერაციის ტარიფი კვტ.სთ-ზე 11.7 თეთრი შეადგინა (4.5 ცენტი).

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის სექტემბერში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა. სექტემბერში ელექტროენერგიის ბალანსში აზერბაიჯანთან იმპორტისა და ექსპორტის თანაბარი მოცულობებია დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული ნაკადები ტექნიკური ხასიათისაა და ენერგოსისტემების მუშაობის უზრუნველყოფას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები