საქართველოში 8 თვეში ქსელური მაღაზიების შემოსავლები 16.5%-ით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვაში FMCG სექტორის ნაწილში აღნიშნული, რომ სექტორის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბრენდული ქსელების სწრაფი ექსპანსიაა.
მიმოხილვის ავტორები წერენ, რომ 2018-23 წლებში ბრენდული ქსელების წილი 22%-დან 39%-მდე გაიზარდა, 2023-28წლებში კი მოლოდინია, რომ ის 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს, რაც საბაზრო წილის 56%-მდე ზრდას გამოიწვევს.
რაც შეეხება ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას, Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ ეს განპირობებულია ინფლაციით, მოთხოვნის ზრდით და გეოგრაფიული ექსპანსიით.
მათი მონაცემებით, თბილისში 2023 წელს 1 915 ქსელური მაღაზია მოქმედებდა, 2018 წელს კი 745. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით 2028 წლისთვის ჯამში დედაქალაქში 3 081 მაღაზია იქნება. რეგიონებში 2018 წელს 369 მაღაზია იყო, 2023 წელს 1 724, ხოლო პროგნოზით 2028 წლისთვის 3 539 მაღაზია იქნება.
"ბაზრის არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წლამდე თბილისში დამატებით 1,100, ხოლო რეგიონებში 1,800 მაღაზიის გახსნაა შესაძლებელი", - აღნიშნული მიმოხილვაში.
სტუმარი: გიორგი ხაბაშვილი - „გუდვილის“ გენერალური დირექტორი;