მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა

Galt & Taggart

Galt & Taggart შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა. ამის შესახებ საინვესტიოციო ბანკის კვირის მიმოხილვიდან ვიგებთ. რაც შეეხება 2025 წლის პირველ ორ თვეს შემოსავალი მცირედით გაიზარდა.

"ჩვენი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (უცვლელი წ/წ).

ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 536 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები