მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმით $607 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - Galt & Taggart

64059b707bbfb
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.23 12:12
826
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმით $607 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალს 176.9%-ით აღემატება.

Galt & Taggart-ის განახლებული კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარში კი საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევას კვარტალში ერთხელ გაავრცელებენ. აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები