2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები.
შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა.