მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ტურისტული ვიზიტები სრულად აღდგება - Galt & taggart

6436641648116
მარიამ ვარადაშვილი
12.04.23 11:57
1160
Galt & taggart-ის პროგნოზით, წელს ტურისტული ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებელს სრულად დაუბრუნდება. ამას გარდა, ორგანიზაცია 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15% -ით 4 მლრდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლის სახით თითქმის 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდულია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი აგვისტოში მიიღო, რაც 523 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს თბილისში ტურისმის შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 1,275 მილიარდი დოლარი შეადგინა, 47%-იანი ზრდაა აჭარის რეგიონში, სადაც ტურიზმის შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემოსავლები 2022 წელს Galt & taggart-ის თანახმად, 11%-ით 425 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები