მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
09.11.21 11:58
431
უმსხვილესი ამერიკული კომპანიები მესამე კვარტალის შემოსავლების შესახებ მონაცემების გასაჯაროებას განაგრძობენ. მიმდინარე კვირას კოვიდვაქცინის მწარმოებლების, AstraZeneca-სა და BioNTech-ის, შემოსავლებია ყურადღების ქვეშ, სხვათა შორისო ფაიზერისგან დაანონსებულმა მედიკამენტმა მისი აქციები ერთიანად რამდენიმე პუნქტით გააძვირა.

შედეგებს გამოქვეყნებენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა Walt Disney, Adidas-ი, Softbank-ი, PayPal-ი, Coinbase-ი და Krispy Kreme-ი.

ზოგადად მესამე კვარტალის შედეგებმა ამერიკული ბირჟების ზრდა გამოიწვია. „უოლ-სტრიტის“ მთავარმა ინდექსებმა გასულ კვირას რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწიეს. ამაზე ნაწილობრივ Pfizer-ის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული აბების წარმატების ამბავმაც იქონია გავლენა.

აშშ-ის ეკონომიკური კალენდრიდან, მიმდინარე კვირას მნიშვნელოვანი იქნება სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებაც. ეკონომისტები ამ მონაცემის თვიურ ჭრილში 0.6%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი საზოგადოების წინაშე ორჯერ გამოჩნდება ონლაინკონფერენციებზე, რა დროსაც შესაძლოა, მან ტენდენციებსა და ეკონომიკის გამოწვევებზეც ისაუბროს.

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt and Taggart, საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები