ევროპის ნაწილს რაც შეეხება აქ მთავარი პრობლემა კვლავ კოვიდპანდემიაა, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ეკონომიკურ აღდგენას კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს. ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი დამატებითი შეზღუდვების დაწესებასაც გეგმავენ, რათა ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა შეანელონ.
აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 30 წლის რეკორდი მოხსნა, მაღალი ფასები კი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუარესებას იწვევს. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სამსახურისგან საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდებიან, რაც თავისთავად აისახა ინდექსებზეც.


































