მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი ავტობიზნესის შესახებ ახალი კვლევის პრეზენტაციას გამართავს

640f3526812f3
BM.GE
13.03.23 18:36
730
16 მარტს, 18:30 საათზე Galt & Taggart-ი ახალი კვლევის პრეზენტაციას გამართავს, თემაზე - ავტომობილების ბიზნესი საქართველოში. კვლევას G&T-ს ასოცირებული მკვლევარი თათია მამრიკიშვილი წარადგენს, რომელიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა:

▸ ავტომობილების ბიზნესის გლობალური ტენდენციები
▸ ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მიმოხილვა
▸ ბიზნეს სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შედარება გლობალურთან
▸ სამომავლო ხედვა

შეხვედრის ბოლოს კი დარგის წარმომადგენლები პანელურ დისკუსიას გამართავენ, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მოლოდინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები