Galt&Taggart-ი მსოფლიოს 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ თავად Galt&Taggart-ი ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, Galt&Taggart-ი საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance-მა "The Next 100 Global Awards 2020"-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიო მასშტაბით.
"ჯილდო იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს აწვდიან. Galt&Taggart-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში – საბროკერო და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა", – წერია Galt&Taggart-ის ინფორმაციაში.




























