მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა

BM.GE
12.10.21 12:43
386
გასული კვირის მიწურულს Galt-ის მიერ განახლებული მაკროეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, წელს ეკონომიკა 9.5%-მდე გაიზრდება. Galt & Taggart აქამდე ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, გაზრდილი პროგნოზი მიმდინარე წლის 8 თვის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ემყარება. ამავე დროს წამყვანი საინვესტიციო ბანკის ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ აღდგენის მიუხედავად, უმუშევრობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 22.1%-მდე გაიზარდა, რაც 3.8% პროცენტული პუნქტით მეტია 2020 წლის შესაბამის პერიოდზე და თითქმის 4.9 პროცენტული პუნქტით აღემატება პანდემიამდელ 2019 წელს. Galt & Taggart ელის, რომ შრომის ბაზარი პანდემიამდელ პერიოდს 2022 წლიდან დაუბრუნდება, რასაც ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს. 


სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები