ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 92 437 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 131 594, საზღვაო გზით – 646 და სარკინიგზო გზით – 1 985.
მიმდინარე წლის სექტემბერში, ტურისტების რიცხვმა 2019 წლის სექტემბრის დონის 39% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის ზაფხულის სეზონის აღდგენის დინამიკასთან შედარებით.
გალტ ენ ტაგარტის ინფორმაციით, სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე ვიზიტორების რაოდენობა და 2019 წლის სექტემბრის შემოსავლების 50.8% შეადგინა.