„ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.
მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82,6 მლრდ ლარამდე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
უკვე არსებული შედეგებიდან აგვისტორში 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წლიურად აგვისტოში ზრდა 10.3% იყო ხოლო 2019 წლის აგვისტოს თუ შევადარებთ რეალური მშპ 4.5%-ით არის გაზრდილი.