მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart Trader-ის განახლებული აპლიკაცია - რა იცვლება მომხმარებლისთვის?

BM.GE
15.06.23 11:00
188
Galt&Taggart-ის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს წვდომას 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ფინანსურ ბაზარზე აძლევს, G&T Trader-ის აპლიკაციას სთავაზობს. სიახლით პლატფორმა მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და უფრო მოქნილი უნდა იყოს და აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის, ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. საინვესტიციო ბანკი განმარტავს, რომ მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად კი აპლიკაციას აქვს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციაც.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - "გალტ & თაგარტის" საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი;
ლიკა აფანასევა - "გალტ & თაგარტის" უფროსი ასოცირებული ბროკერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები