მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart - ენერგეტიკის ბაზარი

BM.GE
03.02.20 10:21
826
ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტმა 2019 წელს 70.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 1.4%-ით გაიზარდა. ამასთან, არასახარბიელო ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, 10.1%-ით შემცირდა ჰიდრო გენერაცია. ამ პირობებში ელექტროენერგიის მოხმარება დაკმაყოფილდა გაზრდილი იმპორტით და თბოგენერაციით (+34.3% წ/წ), ასევე შემცირდა ექსპორტიც (-58.8% წ/წ).


საბოლოოდ, 2019 წელს იმპორტში გადახდილმა თანხამ 78.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+3.4% წ/წ), ხოლო ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 70.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. - ეს 2019 წლის მომოხილვის ნაწილია Galt&Taggart ანგარიშიდან.


სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart, ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები