სავაჭრო კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკისთვის სახიფათოა – ასე გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი გლობალური ეკონომიკის შეფასებას. კრისტინ ლაგარდმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში "დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრების სამიტის დასასრულს განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაპირისპირებამ შესაძლოა, 2020 წელს მსოფლიო მშპ-ის 0,5 პროცენტით შემცირება გამოიწვიოს, რაც მთლიანობაში 455 მილიარდი აშშ დოლარია. არც ეკონომიკებს არგებს და ვერც საფონდო ბირჟებია მშვიდად.
სტუმარი: გოგა მელიქიძე - “Galt&Taggart”, საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი


































