საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ IMF-ის ვარაუდით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 4.6 % იქნება. „ მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად, უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევისა და მართვის პრაქტიკა. მაღალი ექსპორტისა და ფულადი გადმორიცხვების შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 %ის დონეზეა მოსალოდნელი. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედ დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებით“, – ეს განცხადება ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა გააკეთა.
შემდეგი წლის პროგნოზთან ერთად რამდენიმე დღის წინ საქსტატმა მიმდინარე წლის პირველი თვის მშპ-ს პირველადი პარამეტრების სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორია ტენდენცია ამ მიმართულებით?
სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი


































